Twilight Struggle

91.00

რეკომენდირებული ასაკი:14+
მოთამაშეთა რაოდენობა: 2 მოთამაშე
თამაშის ხანგრძლივობა:120-180 წუთი

თამაშის აღწერა: 1945 წელს მოკავშირეთა ძალებმა შეძლეს შეეჩერებინათ ჰიტლერი, ხოლო კაცობრიობის ყველაზე გამანადგურებელმა იარაღმა იაპონიის იმპერიაც დაამხო. იქ სადაც ადრე მრავალი დიდი ძალა იდგა, ახლა ორი ზესახელმწიფო ინაწილებდა გავლენებს და უფრო და უფრო ცდილობდა მის გაფართოებას. ერთი შეხედვით მშვიდობა გამეფებულ სამყაროში დაძაბულობა და ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ წინა ათწლეულების მასშტაბური ბრძოლებისაგან განსხვავებით, ამ კონფლიქტს აწარმოებდნენ არა უპირველესად ჯარისკაცები და ტანკები, არამედ ჯაშუშები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ინტელექტუალები, მხატვრები და სხვა.

Twilight Struggle არის ცივი ომის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული სამაგიდო თამაში, სადაც მოთამაშეები ორი ზესახელმწიფოსაგან ერთ-ერთის (ამერიკის შეერთებულ შტატებისა ან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) როლში გვევლინებიან და გაივლიან ორმოცდახუთ წლიანი ინტრიგების, პრესტიჟისა და კონფლიქტების პერიოდს. თამაში 10 რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობს და მისი მიზანია თამაშის ბოლოს ოპონენტზე მეტი Victory Point-ების დაგროვება. თუმცა, გარდა ამისა, თამაშის მოგების კიდევ რამდენიმე მეთოდი არსებობს: 20 VP აღება, რომლითაც დაუყოვნებლივ მოიგებთ თამაშს; ევროპის სრული კონტროლი ევროპის Scoring Card-ის თამაშის დროს, რომელიც ანალოგიურად იგებს თამაშს; თუ თქვენი ოპონენტის სვლაზე მოხდება “Defcon” მარკერის 0-ზე დაყვანა, რაც ნიშნავს მის მიერ თერმო-ბირთვული ომის წამოწყებას, ის დაუყოვნებლივ წააგებს; თუ თქვენი ოპონენტი კონკრეტული რაუნდის ბოლოს ხელში დაიტოვებს და არ ითამაშებს Scoring Card-ს, ის ავტომატურად აგებს თამაშს;

თამაში მიმდინარეობს მსოფლიო რუკაზე, სადაც სუპერსახელმწიფოები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში გავლენის მოპოვებისთვის ებრძვიან. მოთამაშეები თითოეული რაუნდის ფარგლებში, ერთმანეთის მიყოლებით თამაშობენ 6 ან 7 კარტს. არსებობს ორი ძირითადი ტიპის კარტი: ჩვეულებრივი და Scoring Card. Scoring Card – რაუნდის დროს აუცილებლად ითამაშება და უბრალოდ კონკრეტული რაოდენობის VP-ს ანიჭებს თითოეულ მოთამაშეს, შესაბამის კონტინენტზე მათი იმ დროისთვის არსებული გავლენის მიხედვით. ჩვეულებრივი კარტები – თითოეულ მათგანს აქვს კონკრეტული ტექსტი, 1-დან 4-მდე „ძალა“ და ერთ-ერთი სუპერსახელმწიფოს (ან ნეიტრალური) აღმნიშვნელი სიმბოლო. თითოეული კარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 5 სხვადასხვა მეთოდით: 1⃣ Event – მარტივად, უბრალოდ კარტზე მოცემულ ტექსტს „დავარეზოლვებთ“; 2⃣ Influence – კარტის „ძალის“ შესაბამისი რაოდენობის გავლენის მარკერებს ვდებთ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში; 3⃣ Coup – კამათლის დახმარებით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რომლის საშუალებითაც მარტივად შეიძლება კონკრეტულ ქვეყანაში მეტოქის გავლენის საკუთარ გავლენად ქცევა, თუმცა, როგორც წესი, ეს იწვევს “Defcon” მარკერის დაღმასვლას და ცუდია (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ვიტყვი). 4⃣ Realignment – ასევე კამათლის დახმარებით კონკრეტულ სახელმწიფოში სუპერსახელმწიფოს გავლენის შემცირება; 5⃣ Space Race – ცალკე თრექია, სადაც წინსვლის შემთხვევაში მოთამაშე სხვადასხვა სახის ბენეფიტებს (ძირითადად, VP-ებს იღებს).

Twilight Struggle-ში მოცემული “Event” ბარათები ისტორიულ მოვლენათა ფართო სპექტრს მოიცავს, რომლებიც მსოფლიოში მომხდარ რეალურ ფაქტებს ასახავს, მაგალითად: არაბული ქვეყნებისა და ისრაელის 1948 და 1967 წლების კონფლიქტები, ვიეტნამის ომი, აშშ-ს სამშვიდობო მოძრაობა, კუბის კრიზისი და სხვა.

ის, რაც Twilight Struggle ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და უსტრატეგიულეს თამაშად აქცევს არის წესი, რომლის მიხედვითაც, გარდა Space Race-ზე გამოყენებული კარტისა, დანარჩენი 4 მეთოდით გამოყენებული ნებისმიერი კარტი, რომელსაც ოპონენტის სიმბოლო აქვს, ავტომატურად “რეზოლვდება” თქვენი ოპონენტის მიერ, მის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხშირად, შესაძლოა საკუთარი გაკეთებული მოქმედებით, ოპონენტი უფრო ახეიროთ და თამაშის მთავარი ხიბლიც სწორედ იმაშია, რომ სწორად გათვალოთ თუ როდის და როგორ გამოიყენოთ კარტი ისე, რომ ნაკლები ზარალი მოგიტანოთ. ასევე, ძალიან კარგი მექანიზმია Defcon მარკერიც, რომელიც ზღუდავს Coup-ების რაოდენობას და აიძულებს მოთამაშეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი აგრესიისგან (როგორც ზემოთ ითქვა, თუ რომელიმე მოთამაშე აღნიშნულ მარკერს თავის აგრესიული მოქმედებებით 0-ზე დაიყვანს, იწყებს ბირთვულს ომს და ავტომატურად აგებს თამაშს). თამაშში მოგიწევთ ოპონენტის სვლების წინასწარ განსაზღვრა და იმის გამოცნობა, თუ რომელი Scoring Card უჭირავს. თუმცა, ამ დროს შეიძლება ბლეფზე წამოეგოთ, მაგალითად, აფრიკაში ჩემს მიერ დახარჯული ბოლო სამი, შედარებით სუსტი კარტით შეიძლება უბრალოდ თქვენი ყურადღების ევროპისგან მოშორებას ვცდილობდე.

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია