Exploding Kittens

18.00

რეკომენდირებული ასაკი:7+
მოთამაშეთა რაოდენობა: 2-5 მოთამაშე
თამაშის ხანგრძლივობა:15 წუთი

თამაშის აღწერა: Exploding Kittens– სტრატეგიული და სახალისო თამაშია, რომელიც რუსული რულეტკის პრინციპით მიმდინარეობს. მოთამაშეები რიგ-რიგობით იღებენ ბარათებს, იქამდე სანამ რომელიმე მათგანს ბარათი აუფეთქდება და წააგებს თამაშს. თამაშში უამრავი სხვადასხვა კარტია, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ აფეთქება, აიძულოთ მოწინააღმდეგე რამდენიმე ბარათი აიმატოს, აჩეხოთ ბარათები და სხვა. კარტების შემცირებასთან ერთად დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს, რადგან აფეთქების რისკი იზრდება. სწორად გათვალეთ ბარათების გამოყენების თანმიმდევრობა, იოცნებეთ რომ სწორ სტრატეგიასთან ერთად იღბლიანიც აღმოჩნდეთ და დატკბით აფეთქებული მოწინააღმდეგეების გაოცებული სახეების ყურებით.

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია