Dobble

24.00

რეკომენდებული ასაკი:6+

მოთამაშეების რაოდენობა:2-8 მოთამაშე

თამაშის ხანგრძლივობა: 15 წუთი

თამაშის აღწერა:

Dobble– სახალისო თამაშია, რომლის წესებში მარტივად გაერკვევით და გართობას ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს. თამაშში რიგ-რიგობით ატრიალებთ ბარათებს და ცდილობთ პირველმა შეამჩნიოთ და წამოიძახოთ რომელია მსგავსი გამოსახულება.Dobble-ში თამაშის 5 განსხვავებული ვარიანტია, რაც საშუალებას მოგცემთ მუდმივად სიახლე შეიტანოთ თამაშში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თამაშის თითოეულ ბარათს მხოლოდ ერთი მსგავსი გამოსახულება აქვს და მისი არჩევისას გამოსახულებებს მსგავსი ფორმა და ფერი უნდა ქონდეთ, განსხვავება მხოლოდ მათ ზომაში შეიძლება იყოს. თუ ორი მოთამაშე ერთდროულად წამოიყვირებს მსგავს გამოსახულებას გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც უფრო სწრაფად აიღებს ბარათს.

ყუთი თამაშის 5 განსხვავებულ ვარიანტს მოიცავს: 1) კოშკურა; 2) გადააგდე სავარცხელი; 3) ცხელი კარტოფილი; 4) მოწამლული საჩუქარი; 5) სამმაგი მსგავსება;

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია