Dead of Winter

126.00

რეკომენდირებული ასაკი:13+
მოთამაშეთა რაოდენობა: 2-5 მოთამაშე
თამაშის ხანგრძლივობა:60-120 წუთი

თამაშის აღწერა: Dead of Winter-ის სიუჟეტი მკაცრი ზამთრის პერიოდში მიმდინარეობს, როდესაც მსოფლიო აპოკალიფსის წინაშეა. კაცობრიობის უმეტესი ნაწილი მკვდარი ან დაინფიცირებულია, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი ერთობლივი ძალებით ცდილობს კრიზისებისა და გამოწვევების გადალახვას. თავის გადასარჩენად მათ საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება, დაინფიცირებულებთან გამკლავება და ერთმანეთის დახმარება მოუწევთ. კოლონიის ძირითადი მისიის გარდა თითოეულ მოთამაშეს პირადი, საიდუმლო მიზანი გააჩნია, რომელიც შესაძლოა გაერთიანების სხვა წევრებისთვის არ იყოს საზიანო, მოიცავდეს ძირითადი მისიის დივერსიის სურვილს ან ყველაზე უარესი – ითვალისწინებდეს კოლონიის ღალატს. ამ მისიების შესასრულებლად თითოეული მოთამაშე ყველაფერზეა წამსვლელი, რადგან გასამარჯვებლად პირადი მისიის შესრულება აუცილებელია. თამაში შეიძლება დასრულდეს ყველა მოთამაშის გამარჯვებით, დამარცხებით, ან იყვნენ როგორც დამარცხებულები, ისე გამარჯვებულები. ეცადეთ შეასრულოთ თქვენი პირადი მისია, მაგრამ ამავდროულად იმუშავეთ გაერთიანების გასაძლიერებლად, რადგან გამარჯვების მოსაპოვებლად კოლონიის გადარჩენაც აუცილებელია.

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია