Catan

80.00

რეკომენდირებული ასაკი:10+
მოთამაშეების რაოდენობა:3-4
თამაშის ხანგრძლივობა:60-120 წუთი

Catan-ში მოთამაშეები ცდილობენ დასახლნენ კატანის კუნძულზე და მასზე არსებული რესურსებით (მარცვლეული, მატყლი, აგური, მორი, ქვა) შექმნან ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. მოთამაშეებს რესურსების გამოყენებით გაჰყავთ გზები, აარსებენ სოფლებს, ნავსადგურებსა და ქალაქებს, გარდა ამისა მათ საკუთარი რესურსებისა და სახელმწიფოს დაცვა ყაჩაღთა შემოტევებისგანაც უწევთ. თამაშის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად შექმნათ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო კუნძულზე და დააგროვოთ 10 გამარჯვების ქულა (Victory Point). თამაშის საწყის ეტაპზე მოთამაშეები ყუთში არსებული ექვსკუთხედების გამოყენებით აწყობენ სასურველი ფორმის რუკას, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებული და უნიკალურია, რაც თამაშს მრავალფეროვნებას მატებს. ამის შემდეგ ექვსკუთხედებზე შემთხვევითობის პრინციპით ხდება ციფრების განაწილება და მოთამაშეები იწყებენ კოლონიზაციას მათ მიერ შექმნილ კუნძულზე. თამაშის მსვლელობისას მოთამაშეები აგროვებენ სხვადასხვა რესურსებს, რომლებსაც შემდგომ საკუთარი სახელმწიფოს განვითარებისთვის იყენებენ. როდესაც მოთამაშე სოფელს აარსებს მას ენიჭება 1 გამარჯვების ქულა, ხოლო სოფლის ქალაქად გარდაქმნა 2 ქულის მომტანია. თამაშში დამატებითი 2-2 გამარჯვების ქულა ენიჭება კუნძულზე ყველაზე გრძელი გზისა და ყველაზე დიდი არმიის მქონე მოთამაშეს. თამაშის მიზანია ყველაზე სწრაფად დააგროვოთ 10 გამარჯვების ქულა.

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია