Betrayal at House on the Hill

120.00

რეკომენდებული ასაკი:12+

მოთამაშეთა რაოდენობა:2-6

თამაშის ხანგრძლივობა:60 წუთი

თამაშის აღწერა:

მეგობრებთან ერთად ხეტიალისას წააწყდით მიტოვებულ სახლს და ცნობისმოყვარეობა გაიძულებთ დაათვალიეროთ იგი. პატარა დისკუსიის შემდეგ ერთხმად გადაწყვიტეთ სახლში შესვლა და მისი გამოკვლევა. სწორედ აქედან იწყება თამაში და დაწყებამდე პატარა რჩევა მინდა მოგცეთ: სახლში შესვლამდე ღრმად ჩაისუნთქეთ, რადგან ეს შეიძლება ბოლო იყოს თქვენს ცხოვრებაში.

შიში და დაძაბულობა ყოველ ახალ ოთახში შესვლისას გაიზრდება, რადგან წარმოდგენა არ გაქვთ რა გელით თითოეულ კარში. სახლი სავსეა საშინელი მოჩვენებებითა და მომაკვდინებელი საიდუმლოებებით და თამაშის საწყის ეტაპზე მათთან გასამკლავებლად ერთმანეთის დახმარება დაგჭირდებათ. მაგრამ ფრთხილად იყავით, ერთ-ერთ თქვენგანს სახლი მოაჯადოვებს და თქვენს გასანადგურებლად გამოიყენებს. სახლიდან ცოცხალი გამოღწევა თითქმის შეუძლებელი გახდება და თუ მაინ გგონიათ რომ ამას მოახერხებთ, ამისათვის მთელი თქვენი ძალისა და გამჭრიახობის გამოყენება მოგიწევთ. 50 საშიში სცენარი და უამრავი საფრთხის შემცველი ოთახი, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე და კვლავ მოგინდებათ ამ საშინელ სახლში დაბრუნება, ხოლო რამდენჯერაც ამას გაბედავთ არცერთხელ არ დაგხვდბათ მსგავსი სახლი გორაკზე და უკან დასაბრუნებელი გზის ძებნა თავიდან მოგიწევთ.

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია