სასმისი

60.00

რეკომენდირებული ასაკი:18+
მოთამაშეთა რაოდენობა: 3-12+
თამაშის ხანგრძლივობა:30-90 წუთი

თამაშის აღწერა: “სასმისი“ ითამაშება ალკოჰოლთან ერთად. 4-15 ადამიანში, დალევის დროს. „სასმისი“ თავის თავში მოიცავს 4 განსხვავებულ კატეგორიას: სმალილუია, გაცნობა, ფლირტი და ვინ ვინ არის. თითეული კატეგორია განსხვავებული სპეციფიკისაა და შედგება 50 კარტისგან (ჯამში, 200 განსხვავებული კარტი). კარტები უთითებს მოთამაშეს, შეასრულოს რაიმე მოქმედება ან დალიოს (ზოგ შემთხვევაში, ორივე ერთად).

კატეგორიები:

სმალილუია – ეს კატეგორია მათთვისაა, ვისაც დათრობისა და რთული გამოწვევების არ ეშინია. ამ კატეგორიის თამაშისას მოგიწევთ ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება და საკმაოდ რთული, თუმცა გასართობი დავალებების შესრულება;
გაცნობა – საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაიცნოთ ადამიანები, ვისთან ერთადაც სვამთ. ამ კატეგორიის დავალებები გაცნობითი ხასიათისაა და მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინონ (დალევასთან ერთად).
ვინ ვინ არის – იდეალურია ახლო წრესა და სამეგობროში სათამაშოდ. ამ კატეგორიაში მოცემულია ადამიანის ტიპაჟები, თქვენ ხმების უმრავლესობით ირჩევთ, ვის მიესადაგება ესა თუ ის ტიპაჟი და იგი სვამს;
ფლირტი – სახელიდან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია! თუ გსურთ, ფლირტისა და ალკოჰოლის სასიამოვნო ნაზავი და სითამამეც არ გაკლიათ – ეს კატეგორია თქვენთვისაა!

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია