არ მოსულა

33.00

რეკომენდირებული ასაკი:7+
მოთამაშეთა რაოდენობა:4+

თამაშის აღწერა: არ მოსულა ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ნებისმიერი ასაკის მოთამაშეზეა გათვლილი. მისი მთავარი არსია, მოთამაშეებმა ბარათზე მოცემული სიტყვები ისე ახსნან, რომ არ გამოიყენონ მათ ქვემოთ დატანილი ხუთი სიტყვა.
თამაში 600+ სიტყვისგან შედგება და მისი თამაში 8 განსხვავებული გზითაა შესაძლებელი , რაც მას უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს და ფაქტობრივად ამოუწურავს ხდის.
თამაშის წესები:

მოთამაშეები ორ გუნდად იყოფიან და ირჩევენ სიტყვის პირველ ამხსნელს.
ამხსნელის მიზანია, გუნდის წევრებს, განსაზღვრულ დროში, რაც შეიძლება მეტი სიტყვა გამოაცნობინოს, მაგრამ არ გამოიყენოს ის ხუთი სიტყვა, რომლის წარმოთქმაც ახსნის დროს არ მოსულა. დროის ამოწურვის შემდეგ, სვლა გადადის მეორე გუნდზე.
წრე დასრულდება მას შემდეგ, რაც გუნდის თითოეული წევრი იქნება არჩეული სიტყვის ამხსნელად.
თითო გამოცნობილი სიტყვა, გუნდისთვის ერთი ქულაა. თუ სიტყვის ამხსნელი თამაშისას დაარღვევს წესებს ან გადადებს ბარათს ერთი ქულა მოწინააღმდეგე გუნდს ჩაეთვლება.
არ მოსულა

0
    0
    კალათა
    თვენი კალათა ცარიელია